თსუ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ზაფხულის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია) (ERASMU+)
სავარაუდო თარიღი - აგვისტო-სექტემბრის პირველი ნახევარი
- რადიოლოგია (3 ადგილი)
- გინეკოლოგია (3 ადგილი)
შერჩევის კრიტერიუმები:
- IV-V კურსის მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი* პროგრამის სტუდენტები (* შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეები);
- GPA ≥ 3.0;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
- სტუდენტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სტაჟირების შესაბამისი საგანი;
- გასაუბრებაზე მიღებული ქულა.
შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება ა.წ. 27 მარტს (მის. მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი # 333).
რიზეს უნივერსიტეტში (Tayyip Erdoğan University)
„რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტ“-ის (ქ. რიზე, თურქეთი) კლინიკაში სტაჟირების გავლის მიზნით შემდეგი მიმართულებებით:
- მეანობა-გინეკოლოგია (2 ადგილი);
- გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებები (2 ადგილი);
- შინაგანი მედიცინა (2 ადგილი);
- ბირთვული მედიცინა (2 ადგილი);
- კარდიოლოგია (2 ადგილი);
შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება ა.წ. 20 აპრილს (მის. მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი # 333).
შერჩევის კრიტერიუმები:
- IV-V კურსის მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი* პროგრამის
- სტუდენტები (* შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეები);
- GPA ≥ 2.8;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე), ან თურქული ენის ცოდნა, ან აზერბაიჯანულ ენაზე მიღებული სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი;
- სტუდენტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სტაჟირების შესაბამისი საგანი;
- გასაუბრებაზე მიღებული ქულა.
მაგდებურგის უნივერსიტეტი (გერმანია, DAAD)
- პათოლოგიის დეპარტამენტი (1 ადგილი)
შერჩევის კრიტერიუმები:
- III-IV-V კურსის მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი* პროგრამის სტუდენტები (* შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეები);
- GPA ≥ 3;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
- სტუდენტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სტაჟირების შესაბამისი საგანი;
- გასაუბრებაზე მიღებული ქულა.
ინგლისური ენის გამოცდის ჩასაბარებლად უნდა დარეგისტრირდეთ 5 მარტის 15.00 საათამდე. იხ. ბმული.
გამოცდა ჩატარდება 9 მარტს.
განცხადებები მიიღება ელექტრონულად აღნიშნულ ბმულზე